New York
კრემლის რუპორი მედია საშუალებების მითები რუსეთის სამხედრო შესაძლებლობებზე
06 Jan 2021
კატეგორიაახალი ამბები
ნახვები: 1861
ავტორინათია ჩაჩავა

კრემლის რუპორი მედია საშუალებების მითები რუსეთის სამხედრო შესაძლებლობებზე

არის თუ არა რუსული  "სუ 57 "  ამერიკულ  "ეფ 35 " ზე ძლიერი და წარმოადგენს თუ არა ის "NATO" -ს   ქვეყნებისთვის რეალურ საფრთხეს? პასუხი მარტივია : - არა!   -  თუმცა,  კრემლის რუპორი მედია საშუალებები  რუსეთის სამხედრო შესაძლებლობების  შესახებ მითებისა და ილუზიების შექმნას განაგრძობენ.  

12 დეკემბერს , ტელეკომპანია “რენ ტივის” ოფიციალურ ვებ გვერდზე რუსული გამანადგურებელი :  "სუ-57"- ის შესახებ აიტვირთა ინფორმაცია . სტატიაში  ნათქვამია რომ  აშშ-ში რუსული “სუ 57 “ - ის შესაძლებლობები  განიხილეს და ასევე განმარტეს თუ რატომ წარმოადგნს აღნიშნული რუსული სამხედო  თვითმფრინავი  ჩრდილო - ატლატიკური ალიანსისთვის "რეალურ საფრთხეს" .  "რენ-ტვ"  ინფორმაციის წყაროდ  ამერიკულ  გამოცემა  "National Interest"-ს ასახელებს.  რუსული ტელეკომპანიის  ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ მასალაში  აღნიშნულია რომ   “National Interest” - ის   ჟურნალისტის  შეფასებით  "სუ 57 "  მანევრირების მაღალი უნარის  მოიერიშე სამხედრო თვითმფრინავია. ის არის უმაღლესი ტექნოლოგიებით  აღჭურვილი,  რთული გარემო  ფაქტორებისადმი მდგრადი და ა.შ. (რაც სიმართლეს არ შეესაბამება)


რეალურად ამერიკული  გამოცემის  პუბლიკაცია აბსოლუტურად  განსხვავებულ შინაარსს მოიცავს.  სტატიაში აღნიშნულია არა “სუ 57 -  ის " გენიალური"  შესაძლებლობები  არამედ ხარვეზები  და  ამერიკული გამანადგურებლების " F 22 -ისა და F 35 ის უპირატესობები.   

გარდა ამისა, საყურადღებოა, რომ გამოცემა “National Interest- მა  სუ 57”- ზე  მას შემდეგ  დაწერა, რაც რუსულ მედიაში, კერძოდ კი  გაზეთ  " Взгляд  - ში  რუსული  სამხედრო თვითმფრინავის  შესახებ ჟურნალისტმა მიხეილ  ბოლშაკოვმა  კრიტიკული სტატია  დაწერა.  ცხადია, რომ  კრემლის  რუპორი მედია საშუალებებისთვის  რუსული სამხედრო შესაძლებლობების შესახებ კრიტიკული მოსაზრებები მიუღებელია.პროპაგანდისტული მანქანა მთელი ძალით ცდილობს რუსეთის ძლევამოსილების შესახებ  მითები  გაავრცელოს  და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს.  მედიაში გავრცეებული ეს  სტატიები ერთ- ერთი მცირე  მაგალითია იმისა, თუ როგორ მუშაობს  კრემლის პროპაგანდისტული  მანქანა მსოფლიოს მასშტაბით.