მთავარი/მედიალინკი/
ნიშნავს თუ არა მიქელე მორონეს სკანდალური ფოტო მისი სექსუალური ორიენტაციის გამხელას?
30 წლის იტალიელი მსახიობი მიქელე მორონე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მოწონებული მამაკაცია, რომელსაც უამრავი თაყვანისმცემელი ყავს მათ შორის საქართველოშიც. მისმა პოსტმა Instagram-სა და Facebook-ზე უამრავი მითქმა-მოთქმა და აჟიოტაჟი გამოიწვია. სიმონ სუსინასთან ერთად გადაღებულ ფოტოზე მან კომენტარიც დაპოსტა, წარწერით I’m a liar (მე მატყუარა ვარ). საზოგადოებაში მაშინვე გაჩნდა აზრი, რომ ეს მისი არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის აღიარება იყო. ამასთან დაკავშირებით მიქელემ ახლახან ოფიციალური კომენტარი გაავრცელა, რომლის მიხედვითაც მისთვის მოულოდნელი იყო ამხელა აჟიოტაჟი და რომ მისთვის სიმონი ძმასავით არის. იგი LGBT საზოგადოების დიდი მხარდამჭერია, მაგრამ მისი ეს ფოტო არაფერს ნიშნავდა ამბობს მსახიობი. სიმონი და მიქელე ახლა NETFLIX-ის ახალ სერიებზე მუშაობენ 365 DNI, რომელსაც სულ მალე ვიხილავთ.