მთავარი/მედიალინკი/
ჰოლანდიურმა კომპანია Breathomix-მა PCR / LAMP ტესტები SpiroNose-ის სასუნთქი აპარატით ჩაანაცვლა
ნიდერლანდების სამეფოს საუნივერსიტეტო ქალაქ ლაიდენში კომპანია Breathomix-მა სასუნთქი ტესტის აპარატი შექმა რომელსაც ორ წუთში შეუძლია კოვიდ ინფიცირებული პაციენტის ამოცნობა.
კომპიუტერული საშუალება რომელიც სასუნთქ აპარატშია ჩამონტაჟებული აფიქსირებს იმ ნაწილაკებს რომელსაც პაციენტი აპარატში ჩასუნთქვისას გამოყოფს. E-nose / SpiroNose 45 წამის განმავლობაში შეუძლია მოახდინოს ჯამრთელი და ინფიცირებული პაციენტის მიერ გამოყოფილი ჰაერის დიფერენციაცია. სასუნთქი აპარატი SpiroNose ზომავს იმ არასტაბილურ ორგანულ კომპონენტებს, რომლებიც ის ძალზედ მცირე ნაწილაკებია რომლებიც ამოსუნთქვის დროს გამოიყოფა.
ლაიდენის საუნივერსიტეტო სამედიცინო ცენტრის ჰეპატოლოგ-ინფექციოლოგის ხიერტ ხრუნეფელდის თქმით E-nose შეუძლია ატმოსფერული ჰაერის გაანალიზების შემდეგ განსაზღვროს არის თუ არა პაციენტი კოვიდ ინფექციის მატარებელი. პულმონოლოგი-პროფესორი ჰანს ინ ჰეთ ფეინი აღფრთოვანებულია SpiroNose-ის შედეგით. ის მიესალმება ამ ახლად დანერგილ და პრაქტიკაში აპროპირებლ ინოვაციურ მეთოდს. პროფესორი ინ ჰეთ ფეინი PCR/LAMP ტესტს წარსულის "ადამიანის მწამებელ" არასრულფასოვან, გამოუსადეგარ მცარ მეთოდს უწოდებს და ქვეყნებს მოუწოდებს მხოლოდ SpiroNose-ის სასუნქი აპარატის გამოყენებას და მისი საშუალებით კოვიდ ინფექციის დადგენას. ჰოლანდიელი მეცნიერების მტკიცებით სასუნთქი აპარატის ცდომილება 3% აღემატება, რასაც PCR / LAMP ვერ ვიტყვით. წინასწარ ჩატარებული კვლევის საფუძველზე ირკვევა რომ 8000 ადამიანიდან მხოლოდ 20 ადამიანს შემთხვევაში გამოავლინა ტესტმა ცდომილება. ორგანიზაცია რომელმაც ტესტირება ჩაატარა ვარაუდობს რომ შესაძლოა ტესტირების დროს იქნა ლოგისტიკური შეცდომა დაშვებული. მიუხედავად ტესტში აღმოჩენილი 3% ცდომილებისა ნიდერლანდების ჯანდაცვის სამინისტრომ კომპანია Breathomix-ს 60000 ერთეული აპარატი დაუკვეთა, რომლის განთავსებასაც ჯანდაცვის სამინისტრო უახლოეს დღეებში სხვადასხვა ქალაქების საავადმყოფოებსა და პოლიკლინიკებში გეგმავს.
2021 წლის 1 თებერვალს ამსტერდამის 2500-ზე მეტმა მაცხოვრებელმა შეძლო SpiroNose-ის სასუნთქი აპარატის ტესტის ჩატარება.
E-nose ტესტირბა რომელიც 45 წამის განმავლობაში უმტკივნეულოდ მიმდინარეობს, დასრულებისთანავე პაციენტს საშუალებას აძლევს ტესტის ჩატარებიდან 2 წუთში შეიტყოს არის თუ არა ის კოვიდ ინფიცირებული.
ავტორი: ნათია ბარამიძე