New York
CLUBHOUSE-ი ANDROID ტელეფონებზე: რა უნდა ვიცოდეთ
23 Feb 2021
კატეგორიატექნოლოგიები
ნახვები: 1659

CLUBHOUSE-ი ANDROID ტელეფონებზე: რა უნდა ვიცოდეთ

ClubHouse-ი გამოჩენისთანავე ძალიან პოპულარული გახდა საქართველოში და უკვე უამრავი მომხმარებელი მართავს დისკუსიებს სოციალური მედიის ახალ პლატფორმაზე (რა უნდა ვიცოდეთ ClubHouse-ის). აპლიკაცია ამ დროისთვის ხელმისაწვდომია მხოლოდ Apple IOS პლატფორმაზე, ანუ iPhone მოწყობილობებზე. ანდროიდის მომხმარებლები მთელი მსოფლიოს მასშტაბით და მათ შორის საქართველოში ცდილობენ პლატფორმაზე მოხვედრას, თუმცა ზუსტი ინსტრუქციები არც თუ ისე იოლი მოსაძებნია. შესახებ. მომხმარებლების დიდი ნაწილი კი სწორედ Android-ის სისტემის მომხმარებელია. ჩვენ გვსურდა მოგვეძებნა უსაფრთხო გზები აპლიკაციის ინსტალირებისთვის, იმისათვის, რომ შემდეგ თქვენთვის გაგვეზიარებინა სრული ინსტრუქცია.

ეს საკითხი ძალიან აქტუალურია როგორც სოც. მედიაში, ისე სხვადასხვა ფორუმებზე. ბევრმა მომხმარებელმა შეცდომით გადმოწერა ქლაბჰაუსის აპლიკაცია Clubhouse for Android, აპლიკაციის სახელს უამრავი მომხმარებელი შეყავს შეცდომაში, თუმცა ეს არც თაღლითობაა და არც ახალი სოც. მედია პლატფორმის აპლიკაცია. ეს უბრალოდ პროექტების მართვის ერთ-ერთი აპლიკაციაა, რომლის დეველოპერებსაც გაუმართლათ და სახელიდან გამომდინარე კიდევ უფრო რეიტინგული გახდა.

ამ ინსტრუქციის შემუშავებისთვის მედიალინკმა CASE-ის კიბერ უსაფრთხოების სპეციალისტებთან ერთად დაიწყო მოკვლევა. შედეგი კი არც თუ ისე სასიამოვნო მოსასმენი იქნება ანდროიდის მომხმარებლებისთვის. აპლიკაციის ინსტალირების გავრცელებული მეთოდებით მომხმარებლებს მოუწოდებენ გადმოწერონ APK ფაილი სხვადასხვა ვებ-გვერდიდან თუ სოც. ქსელიდან და ისე დააყენონ ტელეფონზე. უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემიის, CASE-ის კიბერ უსაფრთხოების სპეციალისტების თქმით ეს დაკავშირებულია საფრთხეებთან და მომხმარებლებს მოუწოდებენ არ გადმოწერონ აპლიკაციები ამ ფორმით. თუნდაც მათ მიიღონ დროებითი შედეგი და შეძლონ პლატფორმაზე შესვლა, ეს დაკავშირებულია კიბერ საფრთხეებთან. CASE-ი აფრთხილებს მომხმარებლებს: იმისათვის, რომ თქვენი ტელეფონებიდან არ მოხდეს პერსონალური ინფორმაციის მოპარვა, სისტემის ინფიცირება მავნე კოდით (ვირუსებით) და არ გახდეთ კიბერ კრიმინალის მსხვერპლი ანდროიდის სისტემის ტელეფონებზე აპლიკაციები არ გადმოწეროთ APK ფაილების სახით, რადგან მასზე არანაირი კონტროლი და ვერიფიკაცია არ ხორციელდება. აპლიკაციების მეტ-ნაკლებად უსაფრთხო გზა ანდროიდის სისტემის ტელეფონებისთვის რის Google PlayStore-იდან ოფიციალური ვერსიის გადმოწერა.

მაშ ასე, რეზიუმე შემდეგია: თქვენ შეგიძლიათ მოიძიოთ ინფორმაცია როგორც ინგლისურ, ისე რუსულ ენებზე YouTube-სა და სხვადასხვა ფორუმებზე ინსტრუქციების სახით, მაგრამ ეს გზა არ არის უსაფრთხო და მოგიწევთ მნიშნელოვანი რისკების აღება, რის რეკომენდაციასაც სფეროს სპეციალისტები არ იძლევიან. ამდენად, ვისაც არ სურს საკუთარი კიბერ უსაფრთხოების კომპრომატირება და ამავდროულად ძალიან იზიდავს სოც. მედიის ახალი პლატფორმა, მოუწევთ დაეოლოდონ ClubHouse-ის ოფიციალურ ვერსიას ანდროიდისთვის, რაზეც, გავრცელებული ინფორმაციით უკვე მიმდიმარეობს მუშაობა.