New York
ინტერნეტში იდენტიფიცირებულია ახალი თაღლითური სქემა!
16 Feb 2021
კატეგორიატექნოლოგიები
ნახვები: 1252

ინტერნეტში იდენტიფიცირებულია ახალი თაღლითური სქემა!

ინტერნეტში იდენტიფიცირებულია ახალი თაღლითური სქემა!

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში ინტერნეტ მომხმარებლები ახალი თაღლითური სქემის სამიზნე გახდნენ. საქართველოში რეგისტრირებული აბონენტებს ეგზავნებათ შეტყობინება ადგილობრივი ნომრიდან, თითქოსდა მათ კომპანია „კარფურის“ 70-წლიან იუბილესთან დაკავშირებით გათამაშებაში მოიგეს. (იხილეთ ეკრანი).

CASE-ი აფრთხილებს მომხმარებლებს: არ გახსნათ მსგავსი შეტყობინებები, ყურადღებით იყავით WhatsApp-ზე, არ ენდოთ უცხო ნომრებს. აღნიშნული ვებ-გვერდები ყალბია და არ წარმოადგენს მითითებული კომპანიის საკუთრებას. შეტევები ემსახურება მომხმარებლებზე მონაცემების მოგროვებას, თანხების არალეგალურ მითვისებას და კიბერ თაღლითური სქემის გავრცელებას საზოგადოებაში.

CASE-ი გაფრთხილებთ, რომ აღნიშნული წარმოადგენს თაღლითურ სქემას!

ამ პოსტის თემატიკასთან დაკავშირებული კურსები: